ავტორიზაცია

"საქართველოს ჩემპიონატი სერბეთისას არაფრით ჩამოუვარდება", - მარუშიჩი

"საქართველოს ჩემპიონატი სერბეთისას არაფრით ჩამოუვარდება", - მარუშიჩი
თარიღი 13 იან 2022, 10:35

თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა Hotsport.rs-თან ინტერვიუში ისაუბრა რამდენიმე საინტერესო საკითხზე, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშზეც.

"მაქვს იმის სურვილი, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო სხვა ჩემპიონატებშიც, მაგრამ დინამოს ხელმძღვანელობასთან ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც აქ დავისვენებ.

დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ამჟამინდელ კლუბში დავრჩები. თბილისურმა გუნდმა სოლიდური ნაბიჯი გადადგა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

საქართველოს ლიგა სულაც არ ჩამოუვარდება სერბულს, თუმცა დინამო თბილისი და დინამო ბათუმი ცრვენა ზვეზდასა და პარტიზანის დონეზე ამ ეტაპზე ვერ არიან.

ჩემი ამჟამინდელი გუნდი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კლუბია. მოლოდინი მართლაც რომ დიდია და მიზანი მუდამ ევროთასებზე დამაჯერებელი გამოსვლაა.

დედაქალაქური კლუბი უკვე მუშაობს იმაზე, რომ შემადგენლობა უფრო ძლიერი იყოს. ჩვენს გულშემატკივრებს გაახარებს ჩემპიონობა და გასვლა კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე", - განაცხადა სერბმა.

"დინამო თბილისს“ Betlive აღარ დაასპონსორებს, მიზეზი ახალი რეგულაციებია