ავტორიზაცია

ალბა: "ახლა მთავარი არის ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორად მოტივირება"

ალბა: "ახლა მთავარი არის ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორად მოტივირება"
თარიღი 22 იან 2022, 18:29

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა. კატალონიელმა განაპირა მცველმა "ბლაუგრანას" გაახალგაზრდავების პროცესს გაუსვა ხაზი.

"ხავი კარგად არის. ეს რთული სეზონია, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად“, - განაცხადა ხორდი ალბამ ბილბაოს "ატლეტიკთან" დაპირისპირების დასრულების შემდეგ.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა დავეხმაროთ. ძალიან რთული წელი იყო, ბევრი ახალი ფეხბურთელით, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა და პროგრესი.

ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივაცია უნდა მოვახდინოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ გამარჯვებები მალე მოვა, ისინი გუნდს ნამდვილად სჭირდება, - დასძინა ალბამ.