ავტორიზაცია

რატომ დგას რონალდუ ჰიმნის შესრულებისას გვერდულად?

რატომ დგას რონალდუ ჰიმნის შესრულებისას გვერდულად?
თარიღი 22 იან 2022, 18:36

კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრეობა ისეთივე ძლიერია საერთაშორისო ფეხბურთში, როგორც საკლუბო ფეხბურთშიც. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა თავისი ქვეყანა 2016 წელს კონტინენტის ტიტულისკენ მიიყვანა.

რონალდუ ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ უაღრესად ამაყობდა თავისი ერითა და მემკვიდრეობით და ეს ჩანს, როდესაც ის მღერის ეროვნულ ჰიმნს დიდი ენთუზიაზმით ყოველი მატჩის წინ.

უცნაურად ჩანს, როდესაც რონალდუ გვერდულად დადგა და ხელი მხარზე დაადო მეკარეს, რუი პატრისიოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანარჩენი თანაგუნდელები პირდაპირ იდგნენ.

ამ ქმედების მიზეზიც რეალურად პატრიოტულია: რონალდუ გვერდულად დგას იმისთვის, რათა ჰიმნის შესრულების დროს პორტუგალიის ეროვნულ დროშას შეხედოს.

მან შთააგონა სხვა მოთამაშეებიც იგივე ქმედებისკენ, როდესაც უელსის გუნდი გვერდულად იდგა შვეიცარიის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, რონალდუ ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.