ავტორიზაცია

მესის და რონალდუს გარეშე - ნევილმა და კარაგერმა თავიანთ წლის გუნდებში ლეო და კრიშტიანუ არ შეიყვანეს

მესის და რონალდუს გარეშე - ნევილმა და კარაგერმა თავიანთ წლის გუნდებში ლეო და კრიშტიანუ არ შეიყვანეს
თარიღი 22 იან 2022, 15:57

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა, გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა შეადგინეს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელების შემადგენლობა. Sky Sports-ის ექსპერტებმა შექმნეს გუნდები 4-3-3 ფორმაციით.

ნევილის შემადგენლობაში შედიან: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი (ორივე იუვენტუსი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), მარკო ვერატი (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი ბორუსია) და კილიან მბაპე (პსჟ).

კარაგერის გუნდი: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ტრენტ ალექსანდერრ-არნოლდი (ლივერპული), ნ'გოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), მარკო ვერატი (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) და კილიან მბაპე (პსჟ).

ნევილმაც და კარაგერმაც გუნდში არ შეიყვანეს "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.

"ლეო, შენ ჩემი გუნდიდან გასული ხარ. საკმარისად კარგად არ ითამაშე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის თასი მოიგე. ჩემი მო სალაჰის გუნდიდან გამოდევნისთვის ეს საკმარისი არ არის.

სეზონის დასაწყისში მე და ნევილმა ვიკამათეთ - მესი თუ რონალდუ. მე მესისკენ ვიყავი, ის რონალდუს ემხრობოდა, მაგრამ მათ არცერთ გუნდში ადგილი არ აქვთ", - განაცხადა კარაგერმა.

"როდესაც მესის ტრანსფერს წარუმატებელი ვუწოდე, მან ვირი დამიძახა", - კარაგერი