ავტორიზაცია

მანჩესტერის ზაფხულის გეგმა, რომელიც შესაძლოა რონალდუს წასვლამ ჩაშალოს

მანჩესტერის ზაფხულის გეგმა, რომელიც შესაძლოა რონალდუს წასვლამ ჩაშალოს
თარიღი 22 იან 2022, 15:18

"მანჩესტერ იუნაიტედი" შიშობს, რომ სეზონის ბოლოს თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვა არეულობას გამოიწვევს კლუბის ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლების გეგმებში.

The Daily Star ირწმუნება, რომ "იუნაიტედი" აპირებს ამერიკაში გამგზავრებას ივლისში წინასეზონური ტურის ფარგლებში. ეს იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ტური აშშ-ში 2019 წლის შემდეგ.

კლუბს ესმის, რომ რონალდუს გარეშე მოგზაურობა შტატებში შეამცირებს კლუბის მიმზიდველობას და სერიოზულ გავლენას მოახდენს მათი მოგზაურობის ღირებულებაზე.

მედიის ბოლო ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილოა კლუბში შექმნილი მდგომარეობით, ფეხბურთელი უკმაყოფილოა გუნდის პოზიციით და მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის გადაწყვეტილებებით.

36 წლის რონალდუს აქვს შესაძლებლობა გაახანგრძლივოს კონტრაქტი "იუნაიტედთან" ზაფხულში 12 თვით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე დააკვირდება კლუბის მდგომარეობას.

კრიშტიანუ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშნვის გადაწყვეტილებასაც უნდა დაელოდოს, რადგან რანგნიკი კონტრაქტით გუნდს მხოლოდ სეზონის ბოლომდე უძღვება.

"აი, რატომ არის სუპერვარსკვლავი", - რეინჯერსის ლეგენდა რონალდუს საქციელს გამოეხმაურა