ავტორიზაცია

"როდესაც მესის ტრანსფერს წარუმატებელი ვუწოდე, მან ვირი დამიძახა", - კარაგერი

"როდესაც მესის ტრანსფერს წარუმატებელი ვუწოდე, მან ვირი დამიძახა", - კარაგერი
თარიღი 22 იან 2022, 14:34

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უწოდა "პსჟ"-ს ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მას ვირი.

ამგვარად, არგენტინელმა თავდამსხმელმა კარაგერის სიტყვებს უპასუხა, როდესაც მან თქვა, რომ მესი "პარი სენ-ჟერმენისთვის" არც თუ ისე წარმატებული ტრანსფერია.

"მე ვარ ორშაბათის ღამის ფეხბურთის პროგრამაში, აი, ეს შეტყობინება ინსტაგრამზე მომდის. მესისგან, პირადად მისგან. პირად მიმოწერას არ გაჩვენებთ, მაგრამ მან ვირი დამიძახა.

მესი უყურებს ორშაბათს ღამის ფეხბურთს, იმედია მაინც უყურებს, ლეო ძალიან მიყვარხარ. შენ ხარ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, შენთან შედარებით მე ვირი ვიყავი. კარგი, მე ვიღებ ამას", - თქვა კარაგერმა ეთერში.