ავტორიზაცია

"რამდენიმე წელში თუ მწვრთნელი გახდა, თავადაც გამოცდის იგივეს", - რანგნიკმა რონალდუს უკმაყოფილებაზე ისაუბრა

"რამდენიმე წელში თუ მწვრთნელი გახდა, თავადაც გამოცდის იგივეს", - რანგნიკმა რონალდუს უკმაყოფილებაზე ისაუბრა
თარიღი 22 იან 2022, 20:23

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, პრემიერ ლიგის მე-17 ტუში, „ბრენტფორდთან“ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლაზე ისაუბრა.

„სულაც არ მიმიღია ეს ყველაფერი ისე, თითქოს ის მიწვევდა. უბრალოდ, მან ძალიან ემოციურად აჩვენა, რომ ცვლილებით უკმაყოფილოა.

ასეთი რაღაც პირველად არ ხდება. როცა მას ფერგიუსონი ან რომელიმე სხვა მწვრთნელი ცვლიდა, ანალოგიური სიტუაცია იყო. ეს აჩვენებს, რომ საქმე მწვრთნელში კი არა, მის ამბიციებსა და მოედანზე დარჩენის სურვილშია.

თუ კრიშტიანუ რამდენიმე წელში მწვრთნელი გახდება, ანალოგიურის გავლა თავადაც მოუწევს. მას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ ყველაფერი ასე ემოციურად არ ხდებოდეს, მითუმეტეს ტელეკამერების წინაშე.

არამგონია, რომ ეს ვინმეს წაადგეს - ან მას ან მის თანაგუნდელებს. მაგრამ, ეს ძალიან ემოციური სპორტის სახეობაა. ფეხბურთელები შეიძლება ემოციურები იყვნენ, მაგრამ მე ყველაფერი გულთან ახლოს არ მიმაქვს.“ - აღნიშნა რანგნიკმა.