ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 90 საჯარიმო დარტყმიდან მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 90 საჯარიმო დარტყმიდან მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა
თარიღი 22 იან 2022, 21:32

ბოლო წლებში კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმო დარტყმები საშინლად არ მისდის.

როგორც პორტალი Squawka წერს, 2017/18-სეზონის შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჯარიმა 90-ჯერ შეასრულა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

საუბარია უშუალოდ საკლუბო დონეზე ჩატარებულ მატჩებზე - მადრიდის „რეალის“ ბოლო სეზონში, შემდეგ „იუვენტუსში“ სამ სეზონში და ახლა „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ პორტუგალიელმა ჯამურად 90 დარტყმიდან ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ეს „იუვენტუსის“ მაისურით მოხდა, როცა მან ტურინულ დერბიში „ტორინოს“ კარი დალაშქრა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ პრემიერ ლიგის 18 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში გატანილი 6 გოლი.