ფოტო: "მგონი ისევ სკანდალი ატყდება", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი მანჩესტერის გამარჯვების გოლზე
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, მარკ ლოურენსონმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ვესტ ჰემის“ კარში გატანილ გოლზე ისაუბრა.
მესამე დამატებულ წუთზე მარკუს რაშფორდმა ედინსონ კავანის პასით ისარგებლა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ანტონი მარსიალის პასის მომენტში, ურუგვაელი თავდამსხმელი თამაშგარის ზღვარზე იყო, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი ჩათვალა.
„ისე ჩანდა, თითქოს ედინსონ კავანი თამაშგარეში იყო. მართლა ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მგონია, რომს კანდალი იქნება.
ვიდეორეფერისგან რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება აქამდეც გვინახავს და არასდროს არ იცი, რა მოხდება.“ - აღნიშნა ლოურენსონმა.