ავტორიზაცია

"არაფერი არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - გვარდიოლა შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"არაფერი არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - გვარდიოლა შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება
თარიღი 23 იან 2022, 01:30

„საუთჰემპტონთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ „სიტის“ მხრიდან „რივერ პლეიტის ფორვარდის, ხულიან ალვარესის მიმართ ინტერესზე ისაუბრა.

„მე კლუბისგან არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, საერთოდ არანაირი. არცერთი სიტყვა.

მართლა არაფერი არ ვიცი. კლუბს ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.

პრესაში აქტიურად იწერება, რომ „სიტი“ 21 წლის არგენტინელი შემტევის ტრანსფერის გაფორმებასთან ახლოს არის.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელები“ ალვარესის სანაცვლოდ „რივერ პლეიტს“ 16 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობენ.

არგენტინის განვლილ ჩემპიონატში ალვარესმა 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.