ავტორიზაცია

გვარდიოლას სიტიმ პრემიერ ლიგაში 500 ქულა დააგროვა - ეს 2016 წლიდან დღემდე საუკეთესო შედეგია

გვარდიოლას სიტიმ პრემიერ ლიგაში 500 ქულა დააგროვა - ეს 2016 წლიდან დღემდე საუკეთესო შედეგია
თარიღი 23 Jan 2022, 01:32

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუზავდა - 1:1

„ქალაქელებმა“ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ზუსტად 500 ქულა დააგროვეს. ესპანელი სპეციალისტი გუნდს 2016 წლიდან წვრთნის და ამ პერიოდში, ამდენი ქულა არცერთ სხვა ინგლისურ გუნდს არ მოუგროვებია.

თავისთვის სადებიუტო 2016/17-სეზონში, გვარდიოლამ ჩემპიონატში 78 ქულა დააგროვა, ერთი წლის შემდეგ - 100.

2018/19-სეზონი „სიტიმ“ 98 ქულით დაასრულა, 2019/20 – 81 ქულით, გასულ სეზონში კი ჩემპიონი 86 ქულით გახდა.

მიმდინარე სეზონში „სიტი“ პრემიერ ლიგას 23 მატჩში მოპოვებული 57 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით უსწრებს.

შემდეგ შეხვედრას „სიტი“ „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავს.