VIDEO: დღის მომენტი - უეფამ საქართველოს ფუტზალის ნაკრების ულამაზესი გოლი გამოარჩია
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ მატჩში "ჯვაროსნებმა" აზერბაიჯანი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 3-2 დაამარცხეს.
მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება მოახერხა, მეორე ტაიმში ჯერ არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, შემდეგ კი გამარჯვების გოლი, 11-მეტრიანით, თალეს ფეიტოსამ გაიტანა.
უეფამ ელისანდრო გომეშის პირველი, ისტორიული გოლი გამოარჩია და "დღის მომენტად" დაასახელა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ავთანდილ ასათიანის ბოსნიასთან, 26 იანვარს, გრონინგენში ჩაატარებს.