ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი ქამბექი 0-2-დან! საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო

თარიღი 22 იან 2022, 19:27

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველსო ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებს 3-2 მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი 0-2 აგებდა, შესანიშნავი ქამბექის შესრულება მოვახერხეთ. პირველი ტაიმი 1-2 დავთმეთ, მეორე ნახევარში კი 3-2 დავასრულეთ.

გოლები საქართველოს ნაკრების მხრიდან ელისანდრომ, სებისკვერაძემ და თალესმა გაიტანეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.