ავტორიზაცია

დემბელე ბარსელონას დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა - ფეხბურთელს ჯარიმა ემუქრება

დემბელე ბარსელონას დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა - ფეხბურთელს ჯარიმა ემუქრება
თარიღი 23 იან 2022, 19:23

„ბარსელონას“ ვინგერი უსმან დემბელე გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. 

როგორც გამოცემა AS იუწყება, ფრანგმა ფეხბურთელმა მიზეზად მუცლის ტკივილი დაასახელა და დღევანდელ ვარჯიშზე არ მივიდა. თუმცა, კლუბში მისი არ სჯერათ და ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებენ.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობის აზრით, დემბელე ასე იმიტომ იქცევა, რომ მის კონტრაქტთან დაკავშირებით საჯარო კონფლიქტია გაცხარებული და ის გუნდის სამატჩო განაცხადშიც ვერ ხვდება.

მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ და დემბელემ ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს, რადგან კლუბის აზრით, ფეხბურთელს ზედმეტად მაღალი სახელფასო მოთხოვნები აქვს, დირექტორმა მატეუ ალემანიმ ღიად განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩაშლილია და უსმანმა გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა დატოვოს.

ამ ამბების შემდეგ, დემბელე უკვე მეორე მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა მის იანვარში წასვლაზე ჯერ არაფერი იწერება.