ავტორიზაცია

ხავი: "დემბელეს მომავალი მხოლოდ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული"

ხავი: "დემბელეს მომავალი მხოლოდ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული"
თარიღი 23 იან 2022, 11:42

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ისაუბრა გარემარბ ოსმან დემბელეს კონტრაქტის შესახებ, რომელიც ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

"საკამათო არაფერია, მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ოსმანის მდგომარეობა არ შეცვლილა. მას მშვენივრად ესმის ის პოზიცია, რომელშიც იმყოფება.

ის მშვიდია, კარგად ვარჯიშობს, გუნდთან ერთად მუშაობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ კითხვა ასე არ დგება, თითქოს ან ახლა წავიდეს, ან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

რამდენიმე ტრანსფერზეც ვმუშაობთ. მე ძალიან ნათლად ვუთხარი ალემანისა და პრეზიდენტს, თუ რა პოზიციები იყო საჭირო გასაძლიერებლად, მაგრამ არის განსხვავება იმას შორის, რაც გვინდა და რისი მიღება შეგვიძლია.

ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ხელფასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ არის დრო", - განაცხადა ხავიმ ფრანგი გარემარბის შესახებ, რომელსაც პრემიერ ლიგაში რამდენიმე მსურველი ჰყავს.