ავტორიზაცია

ხავი: "ოპტიმიზმს დღემდე ვინარჩუნებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში დავჯდებოდი"

ხავი: "ოპტიმიზმს დღემდე ვინარჩუნებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში დავჯდებოდი"
თარიღი 22 იან 2022, 23:23

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა,ხ ავი ერნანდესმა, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ბილბაოსთან“ 2:3 წაგებაზე ისაუბრა.

„მატჩი გავაანალიზეთ. მიმაჩნია, რომ მეტოქემ სითამამის და ინტენსივობის ხარჯზე დაგვამარცხა. ახლა ვლაპარაკობთ იმ თვისებებზე, რომელიც გუნდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თამშის დროს, ამ შეხვედრაში კი მე ჩვენგან ეს ვერ დავინახე.

უფრო თავდაუზოგავად უნდა ვცდილობდეთ საკუთარი იდეების რეალიზებას, ვითამაშოთ საკუთარი სტილით, უკეთ ვიბრძოლოთ. ჩვენ საჭირო შედეგებს ვერ ვაღწევთ. „ბარსელონაში“ ვართ, ამიტომ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და უფრო თავდაუზოგავად ვიშრომოთ.

ოპტიმიზმს კვლავაც ვინარჩუნებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში დავჯდებოდი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გზის დასაწყისში ვართ, უფრო მიზანდასახულები უნდა ვიყოთ. ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ ფეხბურთელის რანგში. თავიდან პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენ გადავლახეთ.

კრიტიკა მესმის და გასაგებია, რადგან ვიცი, სადაც ვმუშაობ. ვიცი, რომ აქ გარდამავალი სეზონები არ არსებობს.

შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დაგვჭირდება, ვიდრე თავიდან გვეგონა. შედეგები ძალიან მაღელვებს. მგონია, რომ კვირის დასაწყისში კარგად ვმუშაობთ, შემდეგ კი მატჩში სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ.

ჩვენ კარგი შედეგები გვჭირდება. საკუთარი სათამაშო სისტემის და იდეის უნდა ვირწმუნოთ და მოთმინება ვიქონიოთ.“ - აღნიშნა ხავიმ.

23 იანვარს „ბარსელონა“ „ალავესს“ ლა ლიგის 22-ე ტურში შეხვდება.