ავტორიზაცია

"ხავი არ ელოდა, რომ მის ტაქტიკას მოვერგებოდი", - დე იონგი

"ხავი არ ელოდა, რომ მის ტაქტიკას მოვერგებოდი", - დე იონგი
თარიღი 22 იან 2022, 16:17

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუკ დე იონგმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი მდგომაროება კატალონიურ გუნდში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში.

"ცოტა ხნის წინ კუმანმა მესიჯი გამომიგზავნა და მომილოცა. როგორც ჩანს, კარგი თამაშის გამო. მე ვაფასებ ამას", - თქვა ლუკ დე იონგმა ჰოლანდიურ გამოცემა AD-თან ინტერვიუში.

თავდამსხმელმა ასევე უპასუხა კითხვას "ბარსაში" მომავალთან დაკავშირებით: "ახლა აღარ მინდა ქალაქის შეცვლა. თუნდაც ისევ სათადარიგო ფეხბურთელი გავხდე, შემიძლია შანსი გამოვიყენო.

ხავისთან ურთიერთობა? ვფიქრობ, ხავი ცოტათი გაკვირვებულია, რომ მის თამაშს მოვერგე. მე ასევე შემიძლია ვიყო მისი 9 ნომერი, ვისთან ერთადაც შეუძლია სამკუთხედების შექმნა.

ამით, მეტოქესთან ზეწოლის ქვეშ თამაში. ხავის სურს, რომ მისი თავდამსხმელი იყოს საწყისი წერტილი, შეინარჩუნოს ბურთი და კარგად იმოქმედოს ნახევარმცველებთან.

ის ყოველთვის მირჩევს, გამოვიყვანო მცველები, რათა სხვებმა ისარგებლონ სივრცეებით. შეგახსენებთ, რომ დე იონგმა 2022 წელს პირველ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.