ავტორიზაცია

განგაშის ზარი მადრიდში - კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო, პსჟ-სთან მატჩში მონაწილეობა ეჭვქვეშ არის?

განგაშის ზარი მადრიდში - კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო, პსჟ-სთან მატჩში მონაწილეობა ეჭვქვეშ არის?
თარიღი 23 იან 2022, 21:27

„ელჩესთან“ განვლილ და ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ, ტრავმა მიიღო.

ფრანგმა თავდამსხმელმა 58-ე წუთზე დისკომფორტი იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. მის ნაცვლად, მოედანზე ლუკა იოვიჩი გამოჩნდა.

მოედნიდან გასვლისას, ბენზემა ფეხს მარცხენა ბარძაყზე იკიდებდა. ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმეზე ცნობილი ბევრი არაფერია.

თუმცა ერთ-ერთი ესპანური პორტალი MadridistaReal იტყობინება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბენზემამ მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, მისი მონაწილეობა „პსჟ-სთან“ თებერვლის დაპირისპირებაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კარგი ამბავი „რეალისთვის“ ის არის, რომ ლა ლიგა თებერვლამდე პაუზას იღებს და უახლოეს შეხვედრას მადრიდული გუნდი 3 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში გამართავს.

ფრანგ ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ცნობილი ამის შემდეგ გახდება.