ავტორიზაცია

ანჩელოტი: "არ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც ჩაწოდებების დროს თავით კარგად თამაში შეუძლია"

ანჩელოტი: "არ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც ჩაწოდებების დროს თავით კარგად თამაში შეუძლია"
თარიღი 23 იან 2022, 22:49

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „ელჩესთან“ გადარჩენილი მატჩი (2:2) შეაფასა.

დედაქალაქური გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა 82-ე და 92-ე წუთებზე გატანილი გოლებით მატჩის ფრედ დასრულება შეძლო.

„ეს წაგებული მატჩი იყო, იმიტომ რომ პირველ ტაიმში ყველაფერი ცუდად წაგვივიდა, ზედმეტად ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. როგორც წესი, ასეთი მატჩები წაგებით სრულდება ხოლმე, მაგრამ დღევანდელი შედეგი გუნდზე ხმამაღლა ლაპარაკობს.

მეტოქემ ჩაწოდების შემდეგ გაგვიტანა, მეორე გაშვებული გოლის დროს კი უფრო კომპაქტურად უნდა გვემოქმედა. პატარა დეტალების გამო ორი ქულა დავკარგეთ და უკმაყოფილოები ვართ, ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ. უფრო კარგად რომ გვემოქმედა, მოვიგებდით.

ახლა პაუზა გველის, რომლის შემდეგაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება. სამივე ტურნირზე კარგ მდგომარეობაში ვართ და ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდამსხმელების მახასიათებლებს უკავშირდება, არ გვყავს ფორვარდები, რომლებსაც თავით ეფექტურად თამაში შეუძლიათ. მილიტაო ჩვენი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია თავით თამაშის დროს და გოლიც სწორედ მან გაიტანა.“ - აღნიშნა იტალიელმა.