ავტორიზაცია

"რამოსის მემკვიდრე? ბევრი აქვს სასწავლი", - ანჩელოტიმ თავის შეგირდზე ისაუბრა

"რამოსის მემკვიდრე? ბევრი აქვს სასწავლი", - ანჩელოტიმ თავის შეგირდზე ისაუბრა
თარიღი 23 იან 2022, 23:08

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კარიმ ბენზემას ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც ფრანგმა „ელჩესთან“ მატჩის 58-ე წუთზე მიიღო.

ასევე, იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, რამდენად არის ედერ მილიტაო, რომელმაც დღეს „რეალს“ ქულა გადაურჩინა, სერხიო რამოსის მემკვიდრე.

„ბენზემას მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ, მაგრამ ეს არ არის ის ტრავმა, რომელიც მან „სოსიედადთან“ მატჩში მიიღო. იმედია, ის მალე დაბრუნდება.“ 

მილიტაო როგორც რამოსის მემკვიდრე? სერხიომ ძალიან ბევრი გოლი გაიტანა, ახლა გახსენებას არ დავიწყებ. მხოლოდ ერთი მახსოვს ძალიან კარგად (საუბარია „ატლეტიკოსთან“ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლზე, რომელიც რამოსმა ბოლო წუთებზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა - ავტ).

რამოსმა ძალიან ბევრს მიაღწია. მას სულ ვეუბნებოდი, რომ ის შესანიშნავი თავდამსხმელი იქნებოდა. მილიტაომ სწავლა უნდა გააგრძელოს, უფრო გაძლიერდეს და ასეთ შემთხვევაში შეძლებს რამოსის მსგავსი წარმატებების მიღწევას.“ - აღნიშნა იტალიელმა.