ავტორიზაცია

ბარსელონა აიაქსის მარცხენა მცველის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა კლუბები ერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან

ბარსელონა აიაქსის მარცხენა მცველის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა კლუბები ერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან
თარიღი 24 იან 2022, 01:04

„ბარსელონას“ მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს.

კატალონიური კლუბი „აიაქსის“ მარცხენა ფლანგელის, ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

იტალიელი ინსაიდერის თქმით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „აიაქსს“ სურს ფეხბურთელი გაყიდოს, „ბარსელონა“ კი მხოლოდ მისი იჯარით აყვანის შესაძლებლობას განიხილავს.

თავად ტალიაფიკოს „ბარსელონაში“ რაც შეიძლება მალე სურს გადასვლა - მას იმედი აქვს, რომ „აიაქსი“ საბოლოოდ დათანხმდება მის იჯარით გაშვებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს მისი კარიერის ყველაზე დიდი შანსია.

29 წლის ტალიაფიკოს ამსტერდამულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ის „აიაქსში“ 2018 წლის იანვარში „ინდეპენდიენტედან“ 4 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 154 მატჩში 15 გოლი გიატანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.