ავტორიზაცია

VIDEO: საგოლე პასი 96-ე წუთზე - აპოელი ოქრიაშვილის კარგი თამაშით წაგებას გადაურჩა

თარიღი 24 Jan 2022, 10:53

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში აპოელისა და არისის დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.

აპოელი აგებდა, როცა მატჩის გამათანაბრებელი გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ბრაზილიელმა ვინისიუსმა. საგოლე გადაცემა ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა, რომელიც საქმეში 67-ე წუთიდან ჩაერთო. 

რაც შეეხება გუნდის ორ ქართველს, გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მურთაზ დაუშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

თორნიკე ოქრიაშვილის სტატისტიკა აპოელის მაისურით მიმდინარე სეზონში შემდეგნაირია: 13 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. აპოელი კი 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 პოზიციაზეა.