"დედა ქართველი მყავს, თქვენთან ბევრი რამ ვისწავლე", - დინამო მოსკოვის ტალანტი და მისი ულამაზესი გოლი
საბა საზონოვი - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" შემადგენლობაში 2020/2021 წლის სეზონში რუსეთის ჩემპიონატის მოგებაც მოასწრო.
თავად ქართველი უკანახაზელი საკუთარი თავის შესახებ ამბობს შემდეგს - "დედა ქართველი მყავს, მამა - რუსი. ბავშვობაში კი ნამდვილად ხშირად ვყოფილვარ საქართველოში.
ამის გამო მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. საქართველოში ბევრი კარგი რამ ვისწავლე, პირველ რიგში - ეს არის უფროსებისა და ოჯახური ტრადიციების პატივისცემა.
დღეს ახალგაზრდებში ეს ყოველთვის არ შეიმჩნევა. როცა მეკითხებიან, რა არის ჩემში ქართველის და რა - რუსის, ჩემი პასუხი ასეთია - ორივე მხრიდან ავიღე ყველაფერი საუკეთესო.
დამიკავშიდნენ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენლები. კონკრეტულ მიწვევამდე ჯერ საქმე არ მისულა, მაგრამ ვისურვებდი, ვითამაშო რუსეთის ნაკრებში.
რატომ? რადგან რუსული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ", - განაცხადა რუსული გუნდის ცენტრბექმა. ზემოთ კი არის 19-წლის მცველის ულამაზესი გოლი ამხანაგური მატჩიდან.