"ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო რესურსებით უზრუნველყოფა", - ვალენსია საბურთალოსთან თანამშრომლობაზე
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ვალენსიასა" და "საბურთალოს" შორის ალიანსი შედგა. "ღამურები" თბილისელებს დაეხმარებიან ისეთ საკითხებში, როგორიც არის მწვრთნელთა სტაჟირების პროგრამა და ინფრასტრუქტურული დახმარება.
"მურსელაგოსის" ოფიციალურ ვებგვერდზე ქართულ კლუბთან თანამშრომლობის შესახებ წერია შემდეგი - "ვალენსია აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პროექტის განვითარებაზე.
ამის დასტურია საბურთალოსთან მიღწეული ახალი შეთანხმება. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი. ისინი ქვეყნის ერთგზის ჩემპიონები არიან, ორჯერ მოიგეს საქართველოს თასი, ერთხელ საქართველოს სუპერთასი და ერთხელ ეროვნული ლიგა 2.
გარდა ამისა, მომავალ სეზონში თბილისური კლუბი უეფას კონფერენს ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. ამ შეთანხმების მთავარი მიზანია ყველა საჭირო სტრუქტურის შემუშავება.
ამ კლუბის აკადემია მწვრთნელთა მომზადების გეგმის განხორციელებით და აკადემიისთვის საკუთარი სათამაშო სახის მინიჭებით მაქსიმალურად პროფესიონალურ დონეზე უნდა ავიდეს.
ასევე, ქართველ ფეხბურთელებს საუკეთესო რესურსებით უზრუნველვყოთ მათი ფეხბურთისა და პიროვნული განვითარებისთვის, ტალანტების მოზიდვა მთელი ქვეყნიდან და საბურთალოს პირველ გუნდში დაწინაურება.
ეს ყველაფერი კლუბის საკუთარ ახალგაზრდულ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელების გავლენის ქვეშ. ასეთია ჩვენი აკადემიის მეთოდოლოგია", - წერს "ლოს ჩე".