ავტორიზაცია

სილესენმა ტრავმა მიიღო - ვალენსიაში მამარდაშვილი მაინც არ ათამაშეს

სილესენმა ტრავმა მიიღო - ვალენსიაში მამარდაშვილი მაინც არ ათამაშეს
თარიღი 20 Jan 2022, 02:23

ესპანური ლა ლიგის 21-ე ტურში ვალენსია საკუთარ მოედანზე სევილიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

მატჩის მე-8 წუთზე ვალენსიას პირველმა მეკარე იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა საჭირო გახდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სკამზე მყოფი გიორგი მამარდაშვილი თამაშში არ ჩართო. ნიდერლანდელი ესპანელმა ხაუმე დომენეკმა შეცვალა.

ხაუმე დომენეკი ვალენსიას კარს სათასო დაპირისპირებებში იცავდა და ყველას ჰქონდა იმედი, რომ ლა ლიგაში "ღამურების" მე-2 მეკარე ქართველი ფეხბურთელი იყო, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და "ღამურებში" ლა ლიგის საწყის 6 ტურშიც ითამაშა, გუნდმა 21 წლის კიპერი დეკემბერში გამოისყიდა.

ბოლოს გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით მატჩში მონაწილეობა 2021 წლის სექტემბერში, სევილიასთან(3-1) წაგებულ მატჩში მიიღო.