შემადგენლობა ცნობილია - დღეს ბათუმის დინამო 2022 წლის პირველ მატჩს გამართავს

ბათუმის დინამო 20 იანვარს თურქეთში ამხანაგური მატჩის სტატუსით პოლონურ პოზნანის ლეხს დაუპირისპირდება.
ბათუმელთა ოფიციალურმა გვერდმა მატჩის წინ გამოაქვეყნა ფეხბურთელთა სია, რომლებიც კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადებიან.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მიხეილ ალავიძე, გიორგი ბეგაშვილი.
მცველები: მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი, ოლეკსანდრ აზაცკი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ნავალოვსკი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ტეიდი ბენჟამინი, მილან რადინი, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი ზარია, თორნიკე გაფრინდაშვილი
თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო, გიორგი ფანცულაია, სტეფან დენკოვიჩი, დავით ზურაბიანი
შეგახსენებთ, რომ პოზნანის ლეხის შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, რომელიც ზედიზედ 2 ამხანაგური მატჩია გოლს იტანს.
ამ მომენტისთვის პოლონეთის ჩემპიონატში პაუზაა და პოზნანის ლეხი ექსტრაკლასას ლიდერია.