ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გიორგი კუცია სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

[EXCLUSIVE] გიორგი კუცია სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს
თარიღი 24 Jan 2022, 11:28

დინამო თბილისის 22 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ფეხბურთელის ახალი გუნდი "რადნიცკი ნის"-ი იქნება, რომელთანაც კონტრაქტს მალე გააფორმებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხელშეკრულება 1.5-წლიანი იქნება, თუმცა დინამო თბილისმა კუცია სერბეთში იჯარით გაუშვა.

გიორგი კუცია დინამო თბილისის აღზრდილია. 2021 წლის სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება რადნიცკის, სერბეთის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-7 პოზიციაზეა.