ავტორიზაცია

"ბარსელონას მაისური ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურზე 20 კილოგრამით მძიმეა", - ხავი

"ბარსელონას მაისური ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურზე 20 კილოგრამით მძიმეა", - ხავი
თარიღი 24 იან 2022, 12:14

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "დეპორტივო ალავესის" მინიმალურად დამარცხების შემდეგ, (1:0) კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ველოდით ამ თამაშს. ვცდილობდით სხვადასხვა სქემით გვეთამაშა - სამი მცველით, ოთხით. მერე 3-4-3 ვითამაშეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა. რთული მდგომარეობა გვაქვს.

ზოგჯერ ტანჯვა გვიწევს. ჩვენთვის ადვილი არ იყო, მაგრამ სამი ოქროს ფასის ქულა ავიღეთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოწინააღმდეგემ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ახლა ფეხბურთელებს არ აქვთ საკუთარი თავის ნდობა. ის, რაც მათ გარშემოა, ზოგჯერ საზიანოა. მაგალითად, ალბამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც ბუსკეტსმა და პიკემ, რომლებიც გააკრიტიკეს.

ბარსას მაისური 20 კილოგრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის მაისური. ფრენკი დე იონგი უკეთ გამოიყურებოდა. დღეს მზე ამოვიდა", - განაცხადა ხავიმ.