ავტორიზაცია

ხავი ბარსელონასგან იანვრის ბოლომდე კიდევ ორ ტრანსფერს ითხოვს

ხავი ბარსელონასგან იანვრის ბოლომდე კიდევ ორ ტრანსფერს ითხოვს
თარიღი 23 იან 2022, 11:59

Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა მატეუ ალემანის და კატალონიური კლუბის საბჭოს დანარჩენ წევრებს სატრანსფერო მოთხოვნა წაუყენა.

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კლუბს სთხოვა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მას ცენტრალური თავდამსხმელი ან მცველი გაეფორმებინათ.

ამბობენ, რომ "ბარსელონა" ალვარო მორატაზე ნადირობს, მაგრამ მის ალტერნატივად ჟოაო ფელიქსი იქნა არჩეული. ედინსონ კავანისთვის რბოლაც არ დასრულებულა.

იმავდროულად, "ბარსამ" ყურადღება "ვალენსიას" მარცხენა მცველ, ხოსე გაიაზე გაამახვილა და "აიაქსის" მცველ, ტალიაფიკოსაც აკვირდება. სატრანსფერო ფანჯარა 10 დღეზე ნაკლებ დროში დასრულდება.