ავტორიზაცია

ალბა: "როცა კარგად ვთამაშობ, ჩემზე არავინ საუბრობს, ცუდი თამაშის გამო კი მოსაკლავად მიმეტებენ"

ალბა: "როცა კარგად ვთამაშობ, ჩემზე არავინ საუბრობს, ცუდი თამაშის გამო კი მოსაკლავად მიმეტებენ"
თარიღი 24 იან 2022, 15:26

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ლა ლიგაში "ალავესთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა კრიტიკაზე, რომელიც მას კატალონიურ კლუბში თამაშისას აწყდება.

32 წლის ფეხბურთელი კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" კოპა დელ რეის გათამაშების მერვედფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან"  ანგარიშით 2:3 წააგო

"ბევრი წელია ვგრძნობდი, რომ სხვანაირად მექცევიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ მე ვიღებ კრიტიკას, ის ყოველთვის იქნება. თუ კარგად ვითამაშებ, ჩემზე არავინ საუბრობს.

თუ ნორმალურ მატჩს ვითამაშებ, მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ორი გოლის ორგანიზებაში არ მიმიღია მონაწილეობა. თუ ცუდად ვითამაშე, მომკლავენ, მაგრამ მესმის, რომ ბოლო თამაშში არ ვითამაშე საუკეთესოდ.

ბარსელონაში 10 წელი არავის უჩუქებია ჩემთვის. ყოველთვის გამოყავით მხოლოდ ვეტერანები. როგორც ჩანს, ბარსელონაში მხოლოდ ვეტერანები არიან, სხვა არავინ.

ვეტერანებზე უკვე ოთხი წელია საუბრობენ. მაშინ 28 წლის ვიყავი. ასეა საქმეები. ახლა 32 წლის ვარ, მაგრამ თავს ძლიერად ვგრძნობ. მატჩები შეიძლება წავიდეს უკეთესად ან უარესად, მაგრამ, ვიმეორებ, ბოლო თამაშში არ ვიყავი კარგი", - განაცხადა ალბამ.