ფულიც კი გადაიხადეს! გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედომ გამოისყიდა

23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.
GOAL.GE-სთვის როგორც ცნობილია, ქუთაისის ტორპედომ პორტუგალიური ნასიონალისგან ახალგაზრდა შემტევი 200,000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და მასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი არაბიძემ იჯარით გასული სეზონის მეორე ნახევარი სამტრედიაში გაატარა, სადაც 15 მატჩში 3-ჯერ გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.