ავტორიზაცია

Marca: "ვალენსიამ მამარდაშვილს სილა გააწნა, რაც რთულად შესაგუებელია"

Marca: "ვალენსიამ მამარდაშვილს სილა გააწნა, რაც რთულად შესაგუებელია"
თარიღი 24 Jan 2022, 14:15

Marca-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა გაკვირვებულია ქართველი გოლკიპერის უთამაშებლობით.

"მამარდაშვილი გაკვირვებულია, მისი გარემოცვაც შეშფოთებას გამოთქვამს, მაგრამ ვერავინ ფიქრობს, თუ სად არის ის დღეს, რა ხდება? გიორგის წარმატებით ტკბობაში ხელი შეეშალა, უცებ სილა გააწნეს, რაც ძალიან რთულად შესაგუებელია.

მან სევილიასთან შეცდომები დაუშვა, ამას სილესენის დაბრუნება მოჰყვა. ქართველი მეკარის შანსი კოპა დელ რეიზე თამაში იყო, რაც სამწუხაროდ აგრეთვე არ გამოვიდა.

ბორდალასმა შენიშვნა ჭარბი წონის გამო მისცა. ის იმ საჩუქარმა, რომელმაც სასტარტოში დაამკვიდრა, უფრო დააზარალა, როცა მატჩების საერთო დინამიკაში შევიდა.

ვალენსიასა და ამ გუნდის გოლკიპერისთვის მნიშვნელოვანია რომ, მან ითამაშოს, რადგან გზიდან არ გადაუხვიოს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ზაფხულში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

21-წლის კარის დარაჯს თამაში სჭირდება, თუნდაც განათხოვრების წესით. ვნახოთ, რა იქნება", - წერს Marca "ღამურების" 28-ე ნომრის შესახებ, რომელიც კლუბმა უკვე გამოისყიდა.