ავტორიზაცია

დემბელემ კვლავ მუცლის ტკივილები მოიმიზეზა, კლუბმა მას ბაზაზე გამოცხადება აიძულა

დემბელემ კვლავ მუცლის ტკივილები მოიმიზეზა, კლუბმა მას ბაზაზე გამოცხადება აიძულა
თარიღი 24 იან 2022, 17:49

ფრანგი შემტევი უსმან დემბელე „ბარსელონას“ ბაზაზე სამედიცინო შტაბის მოთხოვნით მივიდა.

AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და მიზეზად მუცლის ტკივილი დაასახელა.

დღეს, 24 იანვარს, დემბელემ კლუბს შეატყობინა, რომ მუცელი კვლავ აწუხებს, თუმცა „ბარსელონას“ ექიმებმა მას ბაზაზე მისვლა აიძულეს. კლუბს არ სჯერა, რომ ფეხბურთელს მართლაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფრანგის დაჯარიმებას აპირებს.

წარსულში დემბელე დისციპლინის დარღვევაში არაერთხელ არის შემჩნეული და გუნდურ ვარჯიშებზე აქამდეც დაუგვიანია ან არ გამოცხადებულა.

როგორც იცით, ამჟამად „ბარსა“ და დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებია და ფეხბურთელი ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი გახდება, თუ კლუბი მის გაყიდვას იანვარში ვერ მოახერხებს.