ავტორიზაცია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუნდიალის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩებს გამოტოვებს?!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუნდიალის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩებს გამოტოვებს?!
თარიღი 24 იან 2022, 18:13

„მილანის“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი პლეი-ოფი ტრავმის გამო გამოტოვოს.

40 წლის ფორვარდმა ტრავმა „იუვენტუსთან“ განვლილ შეხვედრაში მიიღო - 28-ე წუთზე მან ტკივილი იგრძნო და მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა.

როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, იბრაჰიმოვიჩმა ქუსლის დისკომფორტი იგრძნო, რომელიც მას გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერშიც აწუხებდა. 

არსებობს ალბათობა, რომ იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელება და ასეთ შემთხვევაში, ის თავის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელ მატჩებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ზლატანმა 15 მატჩში 8 გოლი და 2 ასისტი მიითვალა, მისი კონტრაქტი „მილანთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.