ავტორიზაცია

იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ფეხბურთელებმა ერთად - რამდენი გოლი გაიტანა რაშფორდმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ?

იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ფეხბურთელებმა ერთად - რამდენი გოლი გაიტანა რაშფორდმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ?
თარიღი 24 იან 2022, 20:12

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი, გუნდისთვის ერთგვარ „სუპერსაბად“ იქცა.

ინგლისელი ფეხბურთელი „ვესტ ჰემთან“ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 93-ზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

რაშფორდისთვის ეს შეცვლაზე შესვლის შემდეგ ამ სეზონში მეოთხე გოლია - ამდენივე გაიტანეს „იუნაიტედის“ სხვა ფეხბურთელებმაც მას შემდეგ, რაც მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ.

ორჯერ ეს ჯესი ლინგარდმა მოახერხა, თითო-თითოჯერ კი ედინსონ კავანიმ და დონი ვან დე ბეკმა.

ამრიგად გამოდის, რომ „ემიუს“ ფეხბურთელებმა ამ სეზონში შეცვლაზე შესვლის შემდეგ თავის გამოჩენა 8-ჯერ მოახერხეს, რაც პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგია.

ყველაზე ახლოს „იუნაიტედის“ ამ მიღწევასთან „ლივერპულია“ 6 გოლით, შემდეგ მოდიან „არსენალი“, „კრისტალ პალასი“ და „მან სიტი“ – 5.