დაასრულებს თუ არა მანჩესტერი სეზონს ოთხეულში? - კინის პროგნოზი
როი კინს ეჭვი არ ეპარება, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ტოპ 4-ში ადგილს დაიკავებს. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ის დარწმუნებული მისი ყოფილი გუნდის შანსებში, კინმა Sky Sports-ს განუცხადა: "ეჭვგარეშეა".
კითხვაზე, თუ რატომ არის ის ასე დარწმუნებული, რომ "იუნაიტედი" დაასრულებს "ტოტენჰემზე" მაღლა, რომელსაც რამდენიმე თამაში აქვს თადარიგში, მან განმარტა:
"თქვენ უყურებთ იმ ვარიანტებს, რაც მენეჯერს აქვს სათადარიგოთა სკამზე. რაშფორდი, კავანი, მარსიალი - ძალიან კარგი, მარსიალს ჰქონდა თავისი აღმავლობა და ვარდნა, ყველაფერი, მაგრამ ისინი მაინც კარგი ვარიანტია მენეჯერისთვის.
სიღრმისეული ძალა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს აქვს ძალიან დიდია", - განაცხადა ყოფილმა ირლანდიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა "წითელი ეშმაკების" შესახებ.