კინი: "რაშფორდს პრობლემები აქვს, თუმცა მანჩესტერი სიმართლეს ვერ არკვევს"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა მარკუს რაშფორდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ირლანდიელი ექს-საყრდენი ინგლისელის ცუდ ფორმას შეეხო.
"რა დაემართა მარკუს რაშფორდს? მანჩესტერ იუნაიტედმა სიმართლე უნდა გაიგოს, ეს კლუბის პასუხისმგებლობის ნაწილია, როცა კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობ.
ის საოცარ რაღაცებს აკეთებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საოცარ საქმეებს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაც აშკარად არ არის კარგად.
ორშაბათს ღამით ვიყურებოდი, შუქები ანთებულია, მაგრამ სახლში არავინ არის. ბიჭი დაკარგულად გამოიყურება. ზოგჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობის პრობლემები აქვთ.
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ საფეხბურთო მოედანზე, შეიძლება იყოს ყველაფერი მინდვრის მიღმა", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ჩამშლელმა "მანკუნიანელების" აღზრდილის შესახებ.
მანჩესტერსა და ბრუნოს შორის მოლაპარაკება შეჩერდა - რას ითხოვს პორტუგალიელი იუნაიტედისგან?