პოჩეტინოდან ლოპეტეგიმდე - მანჩესტერი რანგნიკის შემცვლელის ძიებას შეუდგა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. როგორც კი სეზონი დასრულდება, რალფ რანგნიკი, რომელიც ახლა გუნდს ხელმძღვანელობს, თანამდებობას დატოვებს და საკონსულტაციო პოზიციაზე გადავა.
ამიტომ, "იუნაიტედი" მის შემცვლელს ახლა ეძებს. გერმანელმა აღიარა, რომ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი დარჩეს 2022/23 წლების სეზონამდე, მაგრამ კლუბს გადაწყვეტილი აქვს ახალი სპეციალისტის პოვნა.
The Athletic-ის ცნობით, დანიშვნის პროცესი უახლოეს კვირებში დაიწყება. "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს მაურისიო პოჩეტინოს ("პსჟ"), ერიკ ტენ ჰაგს ("აიაქსი"), ლუის ენრიკეს (ესპანეთის ნაკრები) და ხულენ ლოპეტეგის ("სევილია").
"მანჩესტერ იუნაიტედი" ეძებს მწვრთნელს დიდი გამოცდილებით და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. "პსჟ"-მდე პოჩეტინო მუშაობდა "ტოტენჰემთან" და ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ლოპეტეგი მადრიდის "რეალს" და "სევილიამდე" ესპანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. ენრიკე "ბარსელონასთან" ესპანეთის ნაკრებამდე მუშაობდა, ტენ ჰაგი კი "აიაქსში" წარმატებულია.