ავტორიზაცია

"მანჩესტერი მაგუაირის გარეშე უფრო ძლიერია, ვიდრე მასთან ერთად", - იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი

"მანჩესტერი მაგუაირის გარეშე უფრო ძლიერია, ვიდრე მასთან ერთად", - იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი
თარიღი 23 იან 2022, 12:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, კლებერსონი თვლის, რომ "წითელი ეშმაკების" კაპიტანი, ჰარი მაგუაირი არ იმსახურებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში.

კლებერსონი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველს შესვენება სჭირდება. "მანჩესტერ იუნაიტედის დაცვა გაცილებით საიმედოდ გამოიყურება რაფაელ ვარანთან და ვიქტორ ლინდელოფთან ერთად, ვიდრე ჰარი მაგუაირთან.

ჰარი მაგუაირი შესანიშნავი მოთამაშეა, ის ძალიან გამოცდილია. ის კარგად ართმევს თავს დაცვაში, მაგრამ ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მას რთული პერიოდი ჰქონდა.

განსაკუთრებით ერთი-ერთზე სიტუაციებში და მჭიდრო სივრცეებში. მას უსიამოვნება ექმნება, როცა სისწრაფით თამაშობს. უკან ნაბიჯის გადადგმით და სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდნით, ის შეძლებს გაგებას, სად სჭირდება გაუმჯობესება. 

ამის გარდა, როგორ შეუძლია უკეთ იმოქმედოს მის გარშემო მყოფ მოთამაშეებთან. ის დაბრუნდება, მაგრამ ამ დროისთვის მწვრთნელს უჭირს მისი შემადგენლობაში შეყვანა და მოწინააღმდეგეებისთვის უპირატესობის მინიჭება", - უთხრა კლებერსონმა Paddy Power-ს.