ავტორიზაცია

"პოჩეტინოს პსჟ-ში უწევს იმის კეთება, რაც მას არ სურს", - მონპელიეს მწვრთნელი

"პოჩეტინოს პსჟ-ში უწევს იმის კეთება, რაც მას არ სურს", - მონპელიეს მწვრთნელი
თარიღი 19 იან 2022, 13:59

"მონპელიეს" მწვრთნელმა, ოლივიე დალ ოლიომ RMC Sport-ს პარიზელი კოლეგის, მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ესაუბრა. არგენტინელი თავკაცის გარშემო არაერთი საინტერესო თეორია ტრიალებს.

"მე მას ვადევნებდი თვალს, როდესაც ის ინგლისში იყო და მისი მიდგომა საინტერესოდ ჩავთვალე. ხანდახან მსურს ვიფიქრო, რომ არჩევანი, რომელსაც პარი სენ-ჟერმენში აკეთებს, არ არის ის, რაც მას ნამდვილად სურს, როცა საქმე მის საფეხბურთო სულს ეხება.

პოჩეტინო პსჟ-ში ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ რაც ამ სეზონში ნეიმარ-კილიან მბაპე-ლიონელ მესის ტრიო სათანადოდ ვერ გამოიყენა", - განაცხადა ფრანგმა.

არგენტინელს 2021 წლის ნოემბერში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთანაც კი იყო კავშირში, მაგრამ "პსჟ" მთავარი მწვრთნელის სეზონის შუაში გაშვებაზე უარს ამბობს.

გარდა მანჩესტერ იუნაიტედისა, პოჩეტინოსთვის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კიდევ ერთი კლუბი იბრძვის