ავტორიზაცია

VIDEO: ლუკა ლოჩოშვილმა დონეცკის შახტარს გაუტანა

თარიღი 24 Jan 2022, 20:41

შუასასეზონო შეკრების ფარგლებში თურქეთში ამხანაგურ მატჩში ვოლფსბერგი დონეცკის შახტართან 1-4 დამარცხდა.

ავსტრიული გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. 24 წლის შუახაზელმა უკრაინელებს 37-ე წუთზე გაუტანა, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი შეცვალეს.

ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგის ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს.