ავტორიზაცია

ჩისკოს შემდეგ, უოტფორდმა რანიერიც გაუშვა

ჩისკოს შემდეგ, უოტფორდმა რანიერიც გაუშვა
თარიღი 24 იან 2022, 22:25

"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. "ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება კლაუდიო იმ ძალისხმევისთვის, რომ გუნდი ღირსეულად წარმართა.

მიგვაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლა ახლა ახალ სპეციალისტს საკმარის დროს მისცემს ნიჭიერ გუნდთან ერთად მუშაობისთვის, რათა მიაღწიოს პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

რანიერი "უოტფორდს" 2021 წლის 4 ოქტომბერს ჩაუდგა, ხელი მოაწერა 2-სეზონიან კონტრაქტს. იტალიელის ხელმძღვანელობით 14 მატჩში "უოტფორდმა" 11 მარცხი განიცადა, ორჯერ მოიგო და ერთხელ ფრედ დაასრულა.

უოტფორდი პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე-19 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში. შეგახსენებთ, რომ რანიერიმდე, "ირმებს" ჩისკო მუნიოსი წვრთნიდა.