ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა!
თურქული „ადანა დემირსპორის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში ბრუნდება - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, სკანდალური იტალიელი 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი პლეი-ოფის სათამაშოდ გამოიძახა.
იტალიის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: სალვატორე სირიგუ (ჯენოა), მარკო კარნეზეკი (კრემონეზე), ალესიო კრანიო (კალიარი), ალექს მერეტი (ნაპოლი)
მცველები: ჯორჯო სკალვინი, რაფაელ ტოლოი (ორივე ატალანტა), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), დავიდე კალაბრია (მილანი), ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო, ლუკა პელეგრინი (ყველა იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ლუის ფელიპე (ლაციო)
ნახევარმცველები: სანდრო ტონალი (მილანი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო ბარელა, სტეფანო სენსი (ორივე ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (კრემონეზე), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), მატეო პესინა (ატალანტა), სამუელ რიჩი (ემპოლი)
თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (ადანა დემირსპორი), ნიკოლო ძანიოლო (რომა), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჩირო იმობილე, მატია ძაკანი (ორივე ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჟოაო პედრო (კალიარი), ჯაკოკო რასპადორი, ჯანლუკა სკამაკა (ორივე სასუოლო).
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეიოფის ნახევარფინალში იტალია ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და თუ მოიგებს, პორტუგალია - თურქეთის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
უკანასკნელად ბალოტელიმ „სკუადრა აძურას" მაისური 2018 წელს მოირგო.