ავტორიზაცია

"იდეალური მაგალითია იმისა, თუ რა სურს ბარსელონას", - ხავიმ თავისი გუნდის ნახევარმცველი შეაქო

"იდეალური მაგალითია იმისა, თუ რა სურს ბარსელონას", - ხავიმ თავისი გუნდის ნახევარმცველი შეაქო
თარიღი 25 იან 2022, 01:37

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი, გუნდის ნახევარმცველს აქებს.

ესპანელი სპეციალისტის მხრიდან საქებარი სიტყვები 19 წლის ნახევარმცველმა, პედრიმ დაიმსახურა.

„პედრის თამაშის ყურება უბრალოდ შესანიშნავია. დაუჯერებელია, რასაც ის 19 წლის ასაკში აკეთებს და პრაქტიკულად ყველაფერი იდეალურად გამოსდის.

ის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ კონკრეტულად რა სურს მოედანზე „ბარსელონას“.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

19 წლის პედრი „ბარსელონამ“ „ლას პალმასიდან“ 20 მილიონ ევროდ 2019 წელს იყიდა და ერთი წლით ფეხბურთელი ამავე გუნდში იჯარით დატოვა. 

„ბლაუგრანას“ პირველი გუნდის წევრი ესპანელი გასული სეზონის სტარტზე გახდა და მას შემდეგ, გუნდის მაისურით 59 მატჩში 5 გოლი და 6 ასისტი მიითვალა და 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.