ავტორიზაცია

უთანხმოება ანსუ ფატისა და ბარსელონას შორის - რაზე ვერ თანხმდებიან ფეხბურთელი და კლუბის ექიმები?

უთანხმოება ანსუ ფატისა და ბარსელონას შორის - რაზე ვერ თანხმდებიან ფეხბურთელი და კლუბის ექიმები?
თარიღი 25 იან 2022, 01:48

„ბარსელონას“ შემტევი, ანსუ ფატი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, ღირს თუ არა ბარძაყის ბიცეპსის ტრავმის გამო ოპერაციის ჩატარება, რომელიც მან „ბილბაოსთან“ თასის 1/8-ფინალში წაგებულ შეხვედრაში მიიღო.

ფეხბურთელისა და კლუბის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრაზე, ფატის ოპერაციის ჩატარება ურჩიეს და ესპანელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ახალგაზრდა შემტევის ეჭვებს ის იწვევს, რომ გასულ სეზონში მან მენისკის ოპერაცია გადაიტანა.

მას ეუბნებოდნენ, რომ ამ ოპერაციის შემდეგ მას დაახლოებით ოთხი თვე გაუცდებოდა, რეალურად კი გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

პრესაში იწერება, რომ ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევით პრობლემის მოგვარება არ სურს, კლუბი კი პირიქით, ოპერაციის მომხრეა. თუ ოპერაცია მართლაც ჩატარდა, ფატის კიდევ 3-4 თვის გამოტოვება მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ ფეხბურთელი კონსერვატიულ მკურნალობას აირჩევს, მოედანზე დაბრუნებას ორ თვეში შეძლებს, თუმცა რეციდივის რისკი უფრო მაღალი იქნება.

საბოლოო გადაწყვეტილებას ანსუ ფატი უახლოეს დღეებში ან სულაც საათებში მიიღებს.