ავტორიზაცია

ბაიერნმა გუნდიდან 99%-ით წასული სულეს შემცვლელს ჩელსიში მიაგნო

ბაიერნმა გუნდიდან 99%-ით წასული სულეს შემცვლელს ჩელსიში მიაგნო
თარიღი 25 იან 2022, 14:24

„ბაიერნი“ აქტიურად შეუდგა ნიკლას სულეს შემცვლელის ძიებას, რომელიც გუნდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და 99%-იანი ალბათობით, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

Goal.com-ის ინფორმაციით, მიუნხენურ კლუბს გერმანელის შემცვლელად „ჩელსის“ დანიელი მცველის, ანდრეას კრისტენსენის გადაბირება სურს.

შეგახსენებთ, რომ სულეს მსგავსად, კრისტენსენსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ის ლონდონელებს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ უთანხმდება.

„პენსიონერები“ ანდრეასს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ფეხბურთელი აქტიურად განიხილავს სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტს, თუმცა პრემიერ ლიგის სხვა გუნდები გამოირიცხა - ის „ჩელსის“ ზედმეტად სცემს პატივს და სხვა ინგლისური გუნდის მაისურით თამაშს არ აპირებს.

ამ სეზონშ 25 წლის კრისტენსენმა „ჩელსის“ მაისურით 21 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მის გარდა, ზაფხულში გუნდს დიდი ალბათობით სხვა მცველი, სეზარ ასპილიკუეტაც დატოვებს, თანაც ასევე უფასოდ.

კრისტენსენის მიმართ „ბაიერნის“ გარდა ინტერესს „ბარსელონა“ და „პსჟ-ც“ იჩენენ.