ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბარსელონას ორი ფეხბურთელის დამატება სურს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბარსელონას ორი ფეხბურთელის დამატება სურს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თარიღი 25 იან 2022, 16:20

„ბარსელონა“ „აიაქსთან“ მარცხენა მცველის, ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კატალონიურ კლუბს 29 წლის მცველის იჯარით და შემდგომ 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით სურს გადაბირება.

გარდა ამისა, „ბარსა“ მზადაა „აიაქსს“ იჯარით 18 წლის ალექს ბალდეც შესთავაზოს. ამ ინფორმაციას კატალონიური ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინებ.

პრესაში იწერება, რომ „აიაქსს“ არგენტინელის გაყიდვა ურჩევნია და არა იჯარით გაშვება, რაც მოლაპარაკებებს შედარებით აჭიანურებს.

თუმცა, სიტუაციას აჩქარებს თავად ტალიაფიკოს პოზიცია, რომელსაც „ბარსელონაში“ ტრანსფერი ცხოვრების უდიდეს შანსად მიაჩნია და ამსტერდამულ გუნდს სთხოვს, ეს გარიგება არ ჩაშალონ.

ტალიაფიკოს გარდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ალვარო მორატას გადაბირებაც სურს, რომლის გაშვებაზეც ამ დრომდე „იუვენტუსი“ კატეგორიულ უარს აცხადებდა, თუმცა ახლა ტურინელები დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერთან არიან ახლოს და არაა გამორიცხული, ესპანელს წინ აღარ გადაუდგნენ.

მოკლედ, „ბარსელონას“ ძალიან აქტიური სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები ელის.