"ამაში ანომალური არაფერია", - ბალოტელის პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახების შემდეგ
თურქული „ადანა დემირსპორის“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა.
ფეხბურთელი „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში 2018 წლის შემდეგ პირველად გამოიძაახეს.
„თავს მშვენივრად ვგრძნობ, კარგ ხასიათზე ვარ. 31 წლის ასაკში ნაკრებში თამაში არის სრულიად ნორმალური და ამაში ანომალური არაფერია.
იმედია, იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს, გუნდმა ეს დაისმახურა. არ ვიცი, როგორ მოუვიდა გუნდს ის, რომ პლეი-ოფში უწევს თამაში, მაგრამ ასეთებიც ხდება.
მანჩინის ველაპარაკე, ყველაფერი კარგადაა. მასთან ერთად შედგა ჩემი დებიუტი და იმედია, მასთან ერთადვე დავასრულებ კარიერას.“ - აღნიშნა ბალოტელიმ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეიოფის ნახევარფინალში იტალია ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და თუ მოიგებს, პორტუგალია - თურქეთის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.