ავტორიზაცია

"ტორპედო დიდი გუნდია და სიტუაციაც აქ კარგია", - არაბიძის პირველი კომენტარი ტრანსფერის შემდეგ

"ტორპედო დიდი გუნდია და სიტუაციაც აქ კარგია", - არაბიძის პირველი კომენტარი ტრანსფერის შემდეგ
თარიღი 25 იან 2022, 21:12

ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლის შემდეგ, გიორგი არაბიძემ პირველი კომენტარი გააკეთა: "ტორპედო ქართული ფეხბურთისთვის ბევრს ნიშნავს. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი, დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია.

გამიხარდა, რომ აქ ვარ, ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვაელობას წარმატებული პროექტის შექმნა სურს. ეს, რასაკვირველია, კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.

გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას, რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და  ტორპედოს სურს.

მთავარი მონდომებაა. მოტივაცია რომელ გუნდშიცაა, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. რასაც ვუყურებ, ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხირდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს.

აი, ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად. ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის განმავლობაში ჰქონიათ შეხება გია ცეცაძესთან.

ვფიქრობ, არ გაუჭირდებათ მწვრთნელის მითითებების გაგება. გია მაღალი დონის მწვრთელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა, მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება", - განაცხადა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა.