ავტორიზაცია

ტოტენჰემმა პორტუს 45-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა და მოსაფიქრებლად 48 საათი მისცა

ტოტენჰემმა პორტუს 45-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა და მოსაფიქრებლად 48 საათი მისცა
თარიღი 26 იან 2022, 02:09

„პორტუს“ შემტევმა, ლუის დიას მარულანდამ კარიერა შესაძლოა „ტოტენჰემში“ გააგრძელოს.

ჟურნალისტ პედრო სეპულვიედას ინფორმაციით, ლონდონურმა გუნდმა კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელებს 45 მილიონი ევრო შესთავაზა.

ეს შეთავაზება ითვალისწინებს როგორც სატრანსფერო მოჭრილ თანხას, ისე სხვადასხვა ბონუსებსაც. ამასთან, „დეზებმა“ „პორტუს“ მოსაფიქრებლად 48 საათი მისცეს.

თუ პორტუგალიელებმა ტრანსფერზე თანხმობა განაცხადეს, ლუის დიასი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ამ თვეშივე გახდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის დიასმა პორტუგალიის ჩემპიონატის 18 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.